logo_geo
eng_logo
ბუტა რობაქიძის საქმეზე ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები დაიკითხებიან
- +

25 ოქტომბერი. 2017. 16:38



გურამ დონაძის, ირაკლი ფირცხალავას, ზურაბ მიქაძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები დაიკითხებიან.


პროკურორ გიორგი ოსაძის განცხადებით, მათი მოწმეები დაადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს ბუტა რობაქიძეს და მასთან ერთად დაკავებულ ახალგაზრდებს იარაღი არ ჰქონიათ.


გურამ დონაძემ ჟურნალისტებთან წარადგინა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც მისი მტკიცებით, უწყვეტია. დონაძის განმარტებით, კადრებში ჩანს, რომ იარაღი რობაქიძის გარდაცვალებამდეა შემთხვევის ადგილზე, სადაც მთავარი მოწმე გოჩა მუკბანიანიც იმყოფებოდა.


გურამ დონაძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ რობაქიძის გარდაცვალების შემდეგ იარაღი შემთხვევის ადგილზე არავის მიუტანია და მუკბანიანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ იარაღს რობაქიძის გარდაცვალების შემდეგ მიაგნეს.


პროკურორ გიორგი ოსაძის განცხადებით, ეს კადრები მონტაჟის ნიშნებს შეიცავს და შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამსახურმა შესაბამისი დასკვნა დადო.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner