logo_geo
eng_logo
ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, აშშ-მ სანქციათა სია გაზარდა
- +

25 ოქტომბერი. 2017. 19:11



„The New York Times"-ის ცნობით, სანქციათა სიას დაემატა იემენის 8 მოქალაქე და ადგილობრივი სუპერმარკეტი. ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ეს ადამიანები და მაღაზია ტერორიზმს უჭერენ მხარს.


თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცნობით, 7 ფიზიკური პირი სანქციებში მოხვდა „ისლამური სახელმწიფოს", ხოლო მერვე პირი „ალ ქაიდას" მხარდაჭერისთვის.


რაც შეეხება სუპერმარკეტს, ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის დაკავშირებულია სანქციათა სიაში მოხვედრილ ერთ-ერთ ფიზიკურ პირთან.


დაწესებული სანქციები ფიზიკური პირებისთვის და კომპანიებისთვის შტატების იურისდიქციის ქვეშ არსებული საბანკო ანგარიშების გაყინვას გულისხმობს, ასევე აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას უკრძალავს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner