„The New York Times"-ის ცნობით, სანქციათა სიას დაემატა იემენის 8 მოქალაქე და ადგილობრივი სუპერმარკეტი. ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ეს ადამიანები და მაღაზია ტერორიზმს უჭერენ მხარს.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცნობით, 7 ფიზიკური პირი სანქციებში მოხვდა „ისლამური სახელმწიფოს", ხოლო მერვე პირი „ალ ქაიდას" მხარდაჭერისთვის.
რაც შეეხება სუპერმარკეტს, ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის დაკავშირებულია სანქციათა სიაში მოხვედრილ ერთ-ერთ ფიზიკურ პირთან.
დაწესებული სანქციები ფიზიკური პირებისთვის და კომპანიებისთვის შტატების იურისდიქციის ქვეშ არსებული საბანკო ანგარიშების გაყინვას გულისხმობს, ასევე აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას უკრძალავს.