logo_geo
eng_logo
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
- +

25 ოქტომბერი. 2017. 20:15


 

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 50-ე შეხვედრა გაიმართა.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება 2016 წლის 19 მაისს სოფ. ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დაუთმეს.


საუბარი ასევე შეეხო საქართველოს იმ მოქალაქეების საკითხს, რომლებიც განვლილი პერიოდის განმავლობაში უკანონოდ იქნენ დაკავებული ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით და რომელთა გათავისუფლება დღემდე არ მომხდარა.


ცენტრალური ხელისუფლების  წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს „ცხელი ხაზის" მნიშვნელობაზე და მისი მეშვეობით ვალიდური, გადამოწმებული ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობაზე.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო  მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფ. გაგიდის მკვიდრი კობა ოყუჯავას დაკავების ფაქტს.


IPRM-ის 50-ე შეხვედრის დაწყებამდე, გალში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) ინიციატივით და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა საინფორმაციო სესია, რომელზეც შეხვედრის (IPRM) მონაწილეები კონფლიქტურ რეგიონებში კრიმინალთან ეფექტური ბრძოლის კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნენ.


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 28 ნოემბერს გაიმართება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner