საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ადამიანის გარდაცვალების გამო, თუმცა კატეგორიულად გამოვრიცხავ იმ ინტერპრეტაციას, თითქოს ის პოლიციის ბრალეულობით გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, ესაა ბუნებრივი სიკვდილი. თუ რამ გამოიწვია ეს უკანასკნელი, ექსპერტიზა დაადგენს. ესაა უაღრესად ფაქიზი თემა , რომლის უაპელაციოდ სამართალდამცავებზე განვრცობა, ყველაზე მცირე, არაეთიკურია. შსს მცირე ხანში განცხადებას გაავრცელებს", - წერს პერტაია.