logo_geo
eng_logo
მორაგბეთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს მოსახლეობა პირველი არხით იხილავს
- +

25 ოქტომბერი. 2017. 21:31



რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას საქართველოში პირველი არხი უზრუნველყოფს. ჩვენების უფლებასთან დაკავშირებული ლიცენზიის შეძენას არხის სამეურვეო საბჭომ მხარი დაუჭირა.


მაუწყებლის საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ხელშეკრულება კომპანია „რაგბი უორლდ ქაფ ლიმითედთან" გაფორმდება. ჩემპიონატის მონაწილე იქნება საქართველოს ნაკრები, რაც ამ სპორტული მოვლენის მიმართ საზოგადოების ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.


რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში ჩატარდება.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner