logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი ფსიქიატრიულში, ან საპატიმროში დაამთავრებს ცხოვრებას!
- +

26 ოქტომბერი. 2017. 02:16

 

 

„სააკაშვილს დღეს უკრაინაში რაიმე გადატრიალების არანაირი შანსი არ აქვს", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა.  მჟავანაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ექს-პრემიერი უკრაინაში გონებრივ გადატრიალებას გეგმავს. „უკრაინაში გადატრიალება მინდა მოვახდინო, გადატრიალება გონებაში, პოსტსაბჭოთა ოლიგარქებში, მონობაში, სიღარიბის წინააღმდეგ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ დავინახეთ, რომ აქციაზე, რომელიც იმართება რადასთან, სულ რაღაც 4 000 კაცია და ამდენივე პოლიცია. სააკაშვილმა ვერ მოახდინა მოსახლეობის მობილიზება, თორემ უკრაინაში მოხდებოდა ახალი რევოლუცია. სააკაშვილმა ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში ვერ მოახერხა ვერაფერი, რადგან უკრაინელები უფრო ადრე მიხვდნენ ვინ იყო ის. მას არავითარი მხარდაჭერა არ აქვს. 50-მილიონიან უკრაინაში 4 000 კაცზე მეტს რომ ვერ შეკრებ, სირცხვილი და თავის მოჭრაა. ახლა, უბრალოდ გაკოტრებულია და მიდის ვა-ბანკზე. სააკაშვილმა აღარ იცის რა ქნას და საბოლოოდ ან ფსიქიატრიულში, ან საპატიმროში დაამთავრებს ცხოვრებას.

 

სააკაშვილი უკრაინაში იმიტომ აქტიურობს, რომ ფინანსური მხარდაჭერა აქვს უკრაინელი ოლიგარქების მიერ, ესენი არიან კოლომოისკი და კიდევ რამდენიმე ბიზნესმენი. ამ ბიზნესმენებს წყალი აქვთ შეყენებული და პოროშენკომ ჩამოართვა უამრავი ქონება. თუმცა, ვერავითარ შედეგს მისი აქტიურობა ვერ გამოიღებს. სააკაშვილის განცხადებებს „ნაციონალურ მოძრაობაც" კი არ ეთანხმება", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner