logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: უკრაინელი ხალხი ავანტიურაში არ შევა!
- +

26 ოქტომბერი. 2017. 02:53



„უკრაინაში გადატრიალება მინდა მოვახდინო - გონებაში, პოსტსაბჭოთა ოლიგარქებში, მონობაში, სიღარიბის წინააღმდეგ", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა. სააკაშვილის ამ განცხადებას „რეპორტიორთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მსგავსი ტიპის გადატრიალება გამორიცხულია.


„სამწუხაროდ, საქართველოში რევოლუცია წარუმატებელი აღმოჩნდა, თავისი შედეგებიდან გამომდინარე. იმედი მაქვს, უკრაინელი ხალხი უფრო გონივრულად მოეკიდება ამ ტიპის ცვლილებებს და არ აჰყვება ავანტიურას. მათ შეუძლიათ მაგალითი ჩვენი ქვეყნიდან აიღონ და გაიხსენონ, თუ რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს.

 

ვფიქრობ, სააკაშვილი თავის განცხადებაში გულისხმობს, რომ აპირებს ხელისუფლების შეცვლას არასისტემური გზით.


რაც შეეხება ამ გადატრიალებას, თუ დააკვირდებით, პირიქით მოხდა. როდესაც ლაპარაკია სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევაზე საქართველოში, რეალურად ეს არ შეცვლილა, არამედ გაუარესდა კიდეც სააკაშვილის დროს. უბრალოდ, ერთი პერიოდი, 2007 წლისთვის, იყო ტენდენცია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას ახასიათებდა და შესაბამისად, ჩვენც როგორც მსოფლიო ეკონომიკის ნაწილს, ამ ტენდენციის ფარგლებში გვქონდა გარკვეული წარმატება. იყო რიგი ცვლილებები, მაგალითად კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ეს მოხდა ფულის გათეთრების და ხელფასების ზრდის ხარჯზე. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ის რაც მოხდა, ნამდვილად წარუმატებელი იყო.

 

ვფიქრობ, რომ უკრაინელი ხალხი ავანტიურაში არ შევა და ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებს. თუ ასეთი კარგი იყო იმ ტიპის რეფორმები, რასაც სააკაშვილი ახორციელებდა, მაშინ რატომ შეიცვალა მისი რევოლუციური ხელისუფლება? არჩევნები ჩატარდა, მაგრამ სააკაშვილი რომ შეწინააღმდეგებოდა, მაშინ აქაც რაღაც რევოლუციურ ხასიათს მივიღებდით. რადგან, ის რეფორმები, რაც მან გაატარა, რეალურად იყო რეპრესიული მანქანის ამუშავების წინაპირობა, რომელსაც საზოგადოება ვერ შეეგუებოდა. აქედან გამომდინარე, ეს გამოცდილება არსებობს და დანარჩენი უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.

 

უკრაინის პოლიტიკური სისტემა განსხვავებულია. ის არის დამყარებული ბიზნესთან დაახლოებულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ თავიანთი პოლიტიკური პარტიები და დომინანტები არიან ამ პოლიტიკურ ძალებში. ამიტომ, უკრაინაში იმის გაკეთება, რაც საქართველოში მოხდა, გამორიცხულია", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner