logo_geo
eng_logo
მერაბ ჭიქაშვილი: ქუთაისის მაგალითი მინდა შევახსენო ქალბატონ მაიას!
- +

26 ოქტომბერი. 2017. 05:28



მსახიობმა მერაბ ჭიქაშვილმა გადაცემაში „რეაქცია" პუბლიცისტ მაია ორჯონიკიძეს შეახსენა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილის გამო, პარლამენტი ქუთაისში აშენებულიყო, ორი ადამიანი დაიღუპა.


„საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ქუთაისშიც არის არჩევნები. ქუთაისში არის მეორე ტური, რომელზეც „ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა. ქუთაისის მაგალითი მინდა შევახსენო ქალბატონ მაიას, აუცილებლად სიმართლე უნდა ითქვას, სააკაშვილის ახირების გამო, ქუთაისში პარლამენტის შენობა რომ აშენებულიყო, ძეგლი დაანგრიეს და ორი ადამიანი დაიღუპა, იმ დედა-შვილზე რას ვამბობთ მაშინ?" -  განაცხადა ჭიქაშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner