logo_geo
eng_logo
გასაჩივრდება თუ არა მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, 18:00 საათზე გახდება ცნობილი
- +

26 ოქტომბერი. 2017. 13:24


დღეს, 18:00 საათზე, ცნობილი გახდება, გასაჩივრდება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილება.


მომჩივანმა მხარემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა" განჩინება დღეს ჩაიბარა. სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის ვადა კი 18:00 საათამდე აქვს.


ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მათ ყველა არგუმენტი წარადგინეს, რათა სასამართლოს სარჩელი სრულად დაეკმაყოფილებინა და თიანეთის მე-20 უბნის შედეგები საერთოდ გაებათილებინა, ამიტომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გამორიცხავენ.


გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუშინ გააუქმა, რის შემდეგაც ძალაში ისევ შემაჯამებელი ოქმი შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner