„ბიბისის" ცნობით, იაპონიაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. დაშავებულია ასობით ადამიანი.
პირველი მიწისძვრა იაპონიაში ხუთშაბათს მოხდა. მისმა სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. მეორე კი გუშინ გვიან ღამით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 7.3 მაგნიტუდას მიაღწია.
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.