logo_geo
eng_logo
შსს: ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარება პირველად პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა
- +

26 ოქტომბერი. 2017. 19:15


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად სწორედ პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პატრულ-ინსპექტორის შეტყობინება „112"-ში იმაზე ადრეა შესული, ვიდრე სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზნით ცხელ ხაზზე თავად ადგილობრივმა მოქალაქეებმა დარეკეს.

 

„112"-დან მიღებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, პატრულ-ინსპექტორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების თაობაზე შეტყობინება 16:59:18 საათზე განახორციელა. ამავე თემაზე, აღნიშნული მისამართიდან, მომდევნო ზარი მოქალაქის მხრიდან, „112"-ში 16:59:50 საათზე დაფიქსირდა.

 

საპატრულო პოლიციის მიერ „112"-ში ზარის დაფიქსირებისთანავე, შეტყობინება გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 17 საათსა და 08 წუთზე მივიდა", - აცხადებენ შსს-ში.


თავად ნუცუბიძეზე მომხდარი შემთხვევის თვითმხილველთა ნაწილის მტკიცებით, თავდაპირველად სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოსაძახებლად 112-ში თავად დარეკეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner