საბავშვო ევროვიზიის ქართული სიმღერა შერჩეულია. ჟიურიმ ცხრა კომპოზიციიდან არჩევანი ერთხმად გიგა კუხიანიძის სიმღერაზე გააკეთა.
კენჭისყრის პროცესში კომპოზიტორთა ვინაობა წესების თანახმად ანონიმური იყო. 26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონცერტზე გრიგოლ ყიფშიძე სწორედ აღნიშნულ სიმღერას შეასრულებს.
კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
სოციალურ ქსელში მომხდარს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.