logo_geo
eng_logo
თსუ-ს მე-6 კორპუსთან გამართულ აქციაზე ვლადიმერ პაპავა მივიდა
- +

16 აპრილი. 2016. 14:27


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან გამართულ აქციაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა მივიდა.


 

მე მოვედი ამბის გასაგებად. მათ აქვთ თავისი მოთხოვნები. ასევე ისინი აცნობიერებენ, რომ უნივერსიტეტში ლექციების გაცდენა პრობლემაა და ეს ფორმა პირადად ჩემთვისაც მიუღებელია.

პრემიერი შეხვდება თუ არა სტუდენტებს, ეს მისი გადასაწყვეტია. თუ გადაწყვეტს, რომ გამოეხმაუროს აქციის მონაწილეებს, გამოხმაურების ფორმა თავად უნდა შეარჩიოს, ეს იქნება განცხადება თუ ადგილზე მოვა, მაგრამ ეს მას გასაკეთებელი აქვს.

ჩემი აზრით, სტუდენტებს ყოველთვის აქვთ უფლება, რომ რაღაც მოითხოვონ, მაგრამ ამან სასწავლო პროცესის შეფერხება არ უნდა გამოიწვიოს", - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.



უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის შენობის კარი შიგნიდან ორი ფიცრით არის აჭედილი და კარზე მერხები არის მიწყობილი. ამჟამად „აუდიტორია 115"-ის სტუდენტების აქციის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სწავლის პროცესი შეფერხებულია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner