logo_geo
eng_logo
პროკურატურაში ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების დაკითხვა დასრულდა
- +

26 ოქტომბერი. 2017. 20:44


თბილისის პროკურატურაში ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების დაკითხვა დასრულდა. საგამოძიებო უწყებას მომხდარის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილის მეზობლებმა მიაწოდეს, მათ შორის იყო იმ კონფლიქტის მონაწილე პირიც, რომლის გამოც ნუცუბიძის პლატოზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. აღნიშნულმა პირმა მედიასთან საუბარი არ ისურვა.


დღესვე გამომძიებლებმა გარდაცვლილის დედაც დაკითხეს. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.


პროკურატურასთან იმყოფებოდა გარდაცვლილის მეუღლეც, რომლის თქმით, ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება.


შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner