logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დიდი პატივია ვიყო დედაქალაქის მერი!
- +

26 ოქტომბერი. 2017. 21:54


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა, რომ  ისთვის დიდი პატივია იყოს თბილისის მერი.


„დიდი პატივია ვიყო დედაქალაქის მერი. ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან არის სერიოზული გამოწვევები, არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც აწუხებს ქალაქს და, შესაბამისად, ამ პრობლემების მოგვარება, პროექტების განხორციელება, რომელიც დაანონსებული იყო ჩვენი გუნდის მხრიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

 

რაც შეეხება შედეგს, ეს იყო ძალიან დამაჯერებელი, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ და პირადად მე მჯეროდა, რომ პირველივე ტურში გვექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები დასრულებულიყო. ამის თქმის საფუძველს მაძლევდა ის, რომ ჩვენ ყველა უბანში ვიყავით, ვხვდებოდით მოსახლეობას და ვსაუბრობდით იმ სამომავლო გეგმებზე, თუ რის განხორციელებას ვაპირებდით. ასევე, ვსაუბრობდით პრობლემებზე და ვუხსნიდით მოსახლეობას, თუ როგორ წარმოგვედგინა მოგვარების გზები. შესაბამისად, შეხვედრების დროს სითბო და სიყვარული გვაძლევდა რწმენას", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner