თბილისის მერობის არჩეულმა კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ კორუფციის მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულება ექნება.
„ის ადამიანი, ვინც ამას იკადრებს და გააკეთებს, პირდაპირ ჩემი მტერი იქნება. პირდაპირ ვეტყვი ასეთ ადამიანებს, რომ შეეძლებათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები. ის ნდობა და ის იმედი, რაც თბილისელებს აქვთ ჩემს მიმართ, ყველაფერს გავაკეთებ ამ ნდობის გასამართლებლად. შესაბამისად, ადამიანები მიმართ, ვინც კორუფციაში იქნებიან შემჩნეულნი, ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გვექნება", - განაცხადა კალაძემ.