logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია
- +

16 აპრილი. 2016. 14:32


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლოზ მეტრეველი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე აკეთებს კომენტარს და „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ პროტესტი ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის ფარგლებს სცდება და მასშტაბურ სახეს იძენს.  როგორც მეტრეველი განმარტავს, სტუდენტების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაა.

 

„რეალურად, პროტესტი ცდება ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტს. შეინიშნება საბოტაჟის მცდელობები. როგორც ჩანს, მანკიერი სისტემის შენარჩუნება სურთ.

 

ახლა მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია", - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.


მისი თქმით, ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციიდან სტუდენტებს არავინ გამოხმაურებია.


სტუდენტები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე საპროტესტო აქციის გაგრძელებას გეგმავენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner