logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რუსი ჟურნალისტის კრიტიკა, ჩემთვის ცოტა მიუღებელია რადგან...
- +

26 ოქტომბერი. 2017. 23:13


თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" სტუმრობისას, გამოეხმაურა რუსი ფოტობლოგერის მიერ გავრცელებულ ფოტომასალასა და ინფორმაციას, სადაც ის თბილისში არსებულ გარევაჭრობასა და გაურემონტებელ სახლებთან დაკავშირებით საუბრობს. კალაძის განცხადებით, გარევაჭრობის საკითხი თბილისში მოწესრიგდება, შეიქმნება ისეთი ადგილები, სადაც გარემოვაჭრეები საკუთარი პროდუქციის რეალიზებას სრულფასოვან და მოწესრიგებულ გარემოში შეძლებენ.


„გარევაჭრობასთან დკავშირებით ნაწილობრივ დარეგულირებულია და საზოგადოების მხრიდანაც იყო მოთხოვნა და, შესაბამისად, მეც ვემხრობი ამ მიმართულებას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული. თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ეს არის იმ ადამიანთა მასა, ვისაც დღეს, ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა. იმიტომ არის გამოსული ქუჩაში, რომ ყველანაირად ცდილობს, იმ გაყიდულით ორი თეთრი საკუთარ ოჯახში შეიტანოს. შესაბამისად, ამ ადამიანებს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები და ისეთი გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ისხდნენ არა შუა ქუჩაში და გაყიდონ ის, რაც მათ გამოტანილი აქვთ, არამედ შეიქმნება ისეთი ადგილები, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ, ერთის მხრივ, იყოს სისუფთავე და მეორეს მხრივ, ვიზუალურ ნაწილში ის პრობლემები, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მოწესრიგდეს. თუმცა, რუსი ჟურნალისტი ჩვენ რომ გაგვაკრიტიკებს, ჩემთვის ცოტა მიუღებელია, რადგან რაც რუსეთში და რუსეთის ქალაქებში ხდება, არის სრული კატასტროფა და ჩემი თბილისი სილამაზითაც, ისტორიითაც და ყველაფრით, 100 თავით ნამდვილად ლამაზია. შესაძლოა, მე ამ ქვეყანაში დაბადებული ვარ და, შესაძლოა ამის გამო ვსაუბრობ, თუმცა, არამარტო, უბრალოდ, რეალურად ასეა. გაცილებით ლამაზია ისტორიით, კულტურით მრავალფეროვნებით, ჩვენი ტოლერანტობით და ა.შ. შესაბამისად, ის ვიზუალური მხარე, რაზეც ყურადღებაა გამახვილებული, ეს ყველაფერი არის მოწესრიგებადი და შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება მომდევნო წლების განმავლობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner