„საქართველოს პოლიციური სისტემა კარგად ვიცით როგორ იყო აწყობილი", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.
„ის პოლიცია გადმოიბარა ამ ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, რეფორმები ჩატარდა ვიღაცები გაუშვეს, მაგრამ შეუძლებელია 90% გაეშვათ სახლში. ამ ხალხთან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, მაგრამ იმის თქმა, რომ დღევანდელი პოლიცია, სასამართლო და მაშინდელი ერთნაირია დიდი უნამუსობაა", - განაცხადა მჟავანაძემ.