logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა ნარკოტიკების გამო ჯანდაცვის სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- +

27 ოქტომბერი. 2017. 02:24


Guardian-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ოპიოდების გავრცელების გამო ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვით მსოფლიოში ლიდერობს.


„გასულ წელს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზისგან 64 000 ამერიკელი დაიღუპა"- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლის დროს.


დონალდ ტრამპის განმარტებით, ამერიკელების დაცვის მიზნით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრო და საფოსტო სამსახური საზღვარგარეთიდან მიღებული გზავნილების შესამოწმებლად დამატებით უფლებამოსილებას მიიღებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner