საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის 3 თვით ადრე დაწყება კარგი ვადაა, მართებულია საბიუჯეტო თვალსაზრისით, ორგანიზაციულად და საზოგადოებისთვისაც უკეთესი იქნება.
„ამაზე გრძელდება კონსულტაციები. ვფიქრობ, კონსტრუქციულ რეჟიმში და იმედია, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ. პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ დაადასტურა, რომ იგი მზად არის, გააგრძელოს ამ თემაზე კონსულტაციები და იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.