logo_geo
eng_logo
წალენჯიხაში 19 წლის სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების საქმეზე ჯარისკაცები დაიკითხნენ
- +

27 ოქტომბერი. 2017. 11:24



წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში 19 წლის სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების საქმეზე ჯარისკაცები დაიკითხნენ.


როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განუცხადა, გამოძიება აუცილებლად გასცემს პასუხს შეკითხვას, კონკრეტულად რა მოხდა შემთხვევის ადგილზე.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს დაკრძალვის ხარჯებს, ჩვენ ყველანაირად დავუდგებით გვერდით ოჯახს. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა, ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს. გამოძიება მიმდინარეობს და ის გასცემს პასუხს ყველა კითხვაზე. ინციდენტის მონაწილე ყველა პირი დაკითხულია. არავინ არსად არ გაქცეულა", - განაცხადა მალანიამ.


შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის სოფელ მუჟავაში 19 წლის მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თანმხლები პირის ტყვიამ იმსხვერპლა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner