logo_geo
eng_logo
ილიაუნის სტუდენტები „აუდიტორია 115“-ის აქციას შეუერთდნენ
- +

16 აპრილი. 2016. 14:54


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა" კორპუსში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტუდენტებმა, რომლებიც აქციას მართავდნენ, ილიაუნის შენობაში გადაინაცვლეს. მათ ილიაუნის დაცვის სამსახური შენობაში გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.



სტუდენტების განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ „განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ფასადურია და არ ასახავს იმ მოთხოვნებს, რომელსაც სტუდენტები აყენებდნენ.



 

რეალური რეფორმები განათლების შესახებ" კანონში არ ასახულა და ის ძირეული მოთხოვნები, რომელსაც სტუდენტები ვითხოვდით, უნდა აისახოს კანონში. განათლების სამინისტროსთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ ვანახლებთ პროტესტს და ვუერთდებით თსუ- პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციას", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აკაკი ლაცაბიძემ.



აქციას ასევე შეუერთდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.



ვფიქრობ, რომ სტუდენტების მოთხოვნები, რომელიც განათლების სისტემაში სისტემურ რეფორმებს გულისხმობს, სამართლიანია", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner