ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციის მომხრეები ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან.
„ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან უკვე ოპოზიციის მომხრეები და ვაი-ჟურნალისტები, ნუცუბიძეზე გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ოჯახს ჟურნალისტების და არასამთავრობოების დახმარება იმიტომ არ სურს, რომ ან დააშინეს, ან ფული გადაუხადესო. თქვე ნაძირლებო, შვილმკვდარ ოჯახს როგორ აყენებთ შეურაცხყოფას, რა ჰქონდა იმ ოჯახს დასაკარგი, რა ფულზე უნდა გაეყიდათ შვილი, ან რისი უნდა შინებოდათ, იცის ოჯახმა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყოო და არ სურთ პოლიტიკური სპეკულაციები! ასეთი უწმინდურები როგორ ხართ, არაფერი დაგრჩათ წმინდა?" - წერს ჯღარკავა.