logo_geo
eng_logo
გენადი მარგველაშვილი: არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ ყოფილა
- +

27 ოქტომბერი. 2017. 20:31


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენადი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ქვეყანამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა.


როგორც გენადი მარგველაშვილმა აღნიშნა, არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არჩევნების პერიოდში არ ყოფილა.


„ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო დემოკრატიულად ჩატარდა ეს არჩევნები და არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ ყოფილა. თუ სადმე კონკრეტული ფაქტი არის, ამასთან დაკავშირებით მგონია, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით უნდა შეიტანონ სარჩელი.

 

არ მგონია, რომ ეს სინამდვილესთან ახლოს იყოს", - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner