logo_geo
eng_logo
ვიქტორ იუშჩენკომ შესაძლოა პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს
- +

27 ოქტომბერი. 2017. 21:37



უკრაინის ექსპრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  შესაძლოა პრეზიდენტის პოსტზე  კენჭი ისევ იყაროს.


„თავმდაბალი არ ვიქნები და ვიტყვი, რომ უკრაინას პრეზიდენტ იუშჩენკოს პოლიტიკური კურსი სჭირდება. მე არ მომიწერია ხელი მოღალატეობრივ ხელშეკრულებაზე გაზთან დაკავშირებით, არ ჩამიბარებია ყირიმი, არ ჩამიბარებია აღმოსავლეთ დონბასი. მე უკრაინას პატიოსნად ვემსახურე ", - დაწერა იუშჩენკომ.


შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 2005-2010 წლებში იკავებდა. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წელს გაიმართება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner