logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: 5-თვიანი წინაასარჩევნო კამპანია მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის
- +

16 აპრილი. 2016. 16:08


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, 5-თვიანი წინაასარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის.



ზედმეტი ქარიშხლის ატეხვა ჭიქაში ნამდვილად არ ღირს. ჩვენ ნებისმიერ ფორმატზე მზად ვიქნებით. მიგვაჩნია, რომ ეს ვადა არის ძალიან ხელოვნურად გაწელილი. დღეს გავიარეთ ევროპული მაგალითები და ზოგადად, ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ 5 თვე წინაასარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის. მსგავსი პრეცედენტი ევროპაში არ არსებობს. ვერ დამისახელებთ პრეცედენტს, რომელიც შეიძლება სამაგალითოდ იყოს აღებული. ყველაზე დიდი არის 3-თვიანი ვადა.

პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ამ თემაზე კომუნიკაციას ისევ გააგრძელებენ. რაზეც შეთანხმდებიან, ჩვენ იმას მოვერგებით. ჩვენ დავემორჩილებით არსებულ კანონმდებლობას", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner