„2008 წლის შემდეგ მიშა თბილისის საკითხებში პრინციპში ნაკლებად ერეოდა. მაგრამ, ძირითადად ბათუმზე იყო გადართული. თუ ასეთი რამე თქვა, უბრალოდ მოუტყუებია", - აღნიშნული განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „tv პირველის" ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. გადაცემის წამყვანებმა მას ჰკითხეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ ასეთი ფრაზა თქვა: „თბილისს მე ვმართავდი, გიგი მეხმარებოდაო..." გადაცემის წამყვანებმა ასევე ახალი აღმაშენებლის გახსნა გაახსენეს, კადრების ჩვენებისას უგულავამ თქვა:
„რა გამხდარი ვარ კაცო ამ სურათებში", - იხუმრა უგულავამ.
გადაცემის თანაწამყვანმა გაახსენა, რომ ეს ალბათ უგულავას დიეტის თემაა. რაზეც უგულავამ ისევ ხუმრობით გასცა პასუხი.
„ისტორიაზე, რომ მეკითხებოდით რა გაგიკეთებიაო. საბოლოო ჯამში როგორც ვატყობ, ჩემგან მარტო დიეტა დარჩა ამ ქალაქში", - განაცხადა გიგი უგულავამ.