logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განაწყობდა ამომრჩეველს
- +

27 ოქტომბერი. 2017. 22:10


 

„ქართული ოცნების" პოზიცია ამ არჩევნების პერიოდში არის ნეიტრალური და პრეზიდენტი თუ საკუთარ თავს გულისხმობს ქვეყნის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში, მაშინ მის განცხადებას ვეთანხმები", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე „რეპორტიორთან" საუბარში საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ჯერ კიდევ ვერ თქვა უარი.

 

„ქართულ ოცნებას" ნამდვილად არ გამოუყენებია კლასიკური გაგებით, ადმინისტრაციული რესურსი. თუ ჩვენ გადავხედავთ შედეგებს, ის ადმინისტრაციული რესურსი, რაც ამ ქვეყანაში არსებობს, ყველას რომ თავისი ოჯახებით მიეცა ხმა „ქართული ოცნებისთვის", ვფიქრობ, ბევრად სხვა შედეგი იქნებოდა, მაგრამ მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ „ქართულ ოცნებას" მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მასთან დაკავშირებული სტრუქტურებიც ადმინისტრაციული რესურსია და ის თავის თავისთავსაც იყენებდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ზუსტად ვიცი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მეთაურობით სრულად იყო „ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ მობილიზებული.

 

პრეზიდენტი განცხადებებს აკეთებდა, რომ ქვეყანაში ვითომდა ჩაურევლობაა, ვითომდა ადმინისტრაციული რესურსის გამოუყენებლობაა. მაგრამ რას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ განაწყობდა ამომრჩეველს?" - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner