„როდესაც ძალიან ბევრი რამ გაქვს გაკეთებული წასვლა არ არის რთული. როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ცუდი არ გაგიკეთებია ადვილია მშვიდად წასვლა", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „tvპირველის" ეთერში განაცხადა. როგორც ნარმანიამ განაცხადა, მისთვის რთული არ ყოფილა ის საკითხი, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა კანდიდატს წარმოადგენდა.
„როდესაც არჩევნებია, უნდა შეეგუო, რომ ხარ ერთი ვადით ან ორით. რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული, რომელიც გუნდურია მის ერთგულად ვრჩები. არჩევნების მოახლოებასთან ერთად კონსულტაციები იწყება პარტიაში, ხდება შეხვედრები, მსჯელობა, დისკუსია და ასეთ პირობებში მწიფდება აზრი, რომ უნდა იყოს სხვა კანდიდატი, ჩემთვის ჩვეულებრივი საკითხია. ვიღაცისთვის შეიძლება რთული ყოფილიყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მიმძიმდა", - განაცხადა ნარმანიამ.