logo_geo
eng_logo
მადრიდმა კატალონიის პარლამენტი და მთავრობა დაითხოვა
- +

27 ოქტომბერი. 2017. 23:09



ესპანეთის მინისტრთა კაბინეტმა კატალონიის პარლამენტი და მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა.


მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.


გარდა ხელისუფლებისა, თანამდებობიდან დაითხოვეს კატალონიის პოლიციის უფროსი ხოსე ლუის ტრაპერო.


დღეს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფას ოფიციალურად დაუჭირა მხარი. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი იყო - 10, ორმა - თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს (სულ 135 დეპუტატი).


გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რაც კატალონიაში მადრიდის პირდაპირი მმართველობის შემოღებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner