logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი ელისო კილაძეს: ვიდრე მახსენებ, ცოტა აზრზე მოდი, რა?! შენთვისვე ჯობია!
- +

27 ოქტომბერი. 2017. 23:49



ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში „ქრონიკა +"-ის რედაქტორს ელისო კილაძეს შემდეგი სახის სტატუსით მიმართავს:


„რაო ელო რაო? ამხელა ფილარმონია ჟურნალისტმა ნუთუ არ იცი, რომ კონსერვატორიის ჩივილის მიზეზი მე კი არა - ამავე კონსერვატორიის პროფესორ მასწავლებლების მიერ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუები გახდა? ან რა მიზეზით უნდა გეთქვა გამოქვეყნებაზე უარი, დოკუმენტურად დადასტურებული არ იყო ან პროფესურის, ანდა თუნდაც ზურაბ ანჯაფარიძის, ნესტან ტურაბელიძის, მედეა ამირანაშვილის და სხვათა მიერ მოყვანილი ფაქტები? და მეორე... რომელმა ჩითმა ჩამოგიჭიკჭიკა გოგოსა სასამართლოზე არ მოვაო? მოვალ, მშვიდად იყავი, აუცილებლად მოვალ და ჩემს სათქმელსაც ხმამაღლა ვიტყვი, გასაგებია? და საერთოდ, ვიდრე მახსენებ ცოტა აზრზე მოდი, რა?! შენთვისვე ჯობია)!

 

ადვოკატმა დამირეკა ამას წინათ-გაზეთის, ჰოდა მითხრა: უეჭველი ვიცი პროცესი გადაიდება და ნუ მოხვალო! შემდეგ დამირეკა და მითხრა-ჩემი ვარაუდი გამართლდა, პროცესი გადაიდო და 4 თუ 5 დეკემბერს ჩაინიშნაო! ახლა ვის ვაგინო ელიოს თუ არჩილ ჩუბინიძეს? მე მგონი „პირველს" და განუმეორებელს. არა?" - წერს ირა გოგოსაშვილი.


 

 

 

 






 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner