„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მეგობრებო გილოცავთ გამარჯვებას! ქართული ენის დაცვასთან დაკავშირებით ხვალინდელი აქცია კანცელარიასთან აღარ გაიმართება, რადგან პრემიერის დღევანდელი გადაწყვეტილებით იქმნება „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი" და დღეს დაინიშნა მისი თავმჯდომარე! სამწუხაროა, რომ 2 წლის წინანდელი კანონის მისაღებად კანცელარიასთან აქციის დაანონსება გახდა საჭირო! ჩვენი მოთხოვნა შესრულებულია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!" - წერს ტომარაძე.