logo_geo
eng_logo
საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკების შემოწმება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს
- +

16 აპრილი. 2016. 17:28


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოწმდა 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი და 54 სკოლის ბუფეტი. გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებების შედეგად კრიტიკული შეუსაბამოებები არ გამოვლენილა. სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მცირდება დარღვევებიც. 2015 წელს და 2016 წლის პირველ კვარტალში შემოწმებებისას სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაიცა სხვადaსხვა სახის რეკომენდაციები, თუმცა საწარმოო პროცესი არცერთს შეუჩერდა, მაშინ როცა 2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო 4 სკოლის ბუფეტი დაიხურა და მათ საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ შეძლეს.აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, საბავშვო ბაღებში აღარ გამოიყენება ალუმინის ჭურჭელი, გაუმჯობესდა წყალომომარაგება და გაიზარდა მომსახურე პერსონალის ცნობიერება ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით.​


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner