მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„არ მინდოდა ამ უმძიმეს თემაზე კომენტარების გაკეთება, მაგრამ ნაციონალების გასაგონად მინდა ვთქვა, შეძრული ვარ ამ ახალგაზრდის უბედურებით, ჩემთვის ყველა ახალგაზრდის სიცოცხლის დასრულება ბუტას უბედურებასთან იგივდება და ძალიან განვიცდი. პირველი მე ვიქნები ვინც ხმას ამოიღებს და უსამართლობაზე არ გაჩუმდება , თუკი მართლაც პოლიციის მხრიდან ექნება ასეთ ფაქტებს ადგილი, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება, ვიდრე არ ჩატარდება გამოძიება , ვიდრე არ დაიდება ექპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც შეგვეძლება უკვე საუბარი. დღეს კი პირდაპირ პოლიციის დადანაშაულება ცოტა ზედმეტად მეჩვენება. არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღშფოთება იმაზე, რომ მავანს სურს შეადაროს სააკაშვილის დროინდელი პოლიციის ქმედებები, დღევანდელს და ეს უბედური შემთხვევა, ბუტას და სანდროს განზრახ მოკვდინებას. როგორ ბედავთ საერთოდ ნაცებო ამაზე საუბარს, ნახეთ რა კადრები ვრცელდება, უდანაშაულოდ მომიკლეს პატარა, დედისერთა ბიჭი და ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვისთვის სასწრაფო არ გამოიძახეს, შემდეგ ნახეთ, როგორ არა ადამიანურად ექცეოდნენ დანარჩენ ახალგაზრდებს, რომელთა ასკი მაშინ 19- 21 წლამდე იყო მხოლოდ, სასტიკად უსწორდებოდნენ ფიზიკურად და დილამდე ,იმ საშინელ ამინდში მიწაზე ჰყავდათ დაყრილები, ვიდრე არ მოზიდეს იარაღების მთლი არსენალი და არ დაუწყვეს მათ სათითაოდ. აღარ მოვყვები სანდრო გირგვლიანის სასტიკად წამების ამბავსაც.
როგორ გიბრუნდებათ ენა და როგორ ბედავთ საერთოდ კომენტარებს. იმ უბედური ბიჭის სიკვდილი კი არ გაწუხებთ, პირიქით გიხარიათ, სალაპარაკო რომ მოგეცათ. თქვენს გულებში ჩაიხედეთ და თქვენს შვილებზე წარმოიდგინეთ, თქვე მართლა უღმერთოებო. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოვუწოდებ, დროულად გამოიძიონ ეს საქმე, გაასაჯაროვონ გადაღებული ვიდეოები და დროულად დაასრულონ ნაცების სპეკულაციები ამ უმძიმეს ტრაგედიაზე", - წერს მეტრეველი.