logo_geo
eng_logo
კობა ლურსმანაშვილი: არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა...
- +

28 ოქტომბერი. 2017. 01:24


 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა ლურსმანაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში შეაფასა.


„ჩემს მაჟორიტარულ ოლქებში: ხარაგაულში, ზესტაფონში და ბაღდათში მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. რა ინფორმაციასაც ვფლობ, იმის მიხედვით, შემიძლია ვთქვა,  რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა", - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner