ავტორი ნინი ჩოქური
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა. პრეზიდენტის ამ განცხადებას, „რეპორტიორთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი გამოეხმაურა.
„ჩემთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის განცხადება, რადგან ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო პროცესში და მსგავსი დამოკიდებულება და შეხედულებები
ნამდვილად არ გააჩნია „ქართულ ოცნებას". ეს მძიმე პრაქტიკა „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად წარსულს ჩავაბარეთ. ის, რომ რომელიმე საჯარო მოხელე წინასაარჩევნო შეხვედრას დაესწრო, არ ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებული მობილიზება მოხდა. ვფიქრობ, პრეზიდენტის მხრიდან ეს გადაჭარბებული შეფასებაა",- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.