„რჩევა შეუმდგარ, არაპოპულარულ პარტიებს, არასამთავრობოებს, მივიწყებულებს და თავის გამოჩენის მსურველ სუბიექტებს!" - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
„მოკლედ, გინდათ ქუჩაში პროტესტი, გრანტი, პოპულარობა და ყველას ჰკიდიხართ, რა უნდა ქნათ? რათა ჩაუსაფრდეთ ნიუსფიდს, ვიღაცამ ეზოში ღობე მოარღვია, ვიღაცამ ვიღაცის ძროხა მოიპარა, არა აქვს ფაქტს მნიშვნელობა, ჩქარა უნდა დაპოსტოთ, სამშობლოს სახელით და კივილით გავარდეთ რომელიმე ცენტრალურ პროსპექტზე, მოვა 3-5 მოსეირე, ბოლო-ბოლო ერთი 10 ძმაკაცი მაინც გეყოლებათ, ჩართეთ ლაივები, მიიღეთ სამშობლოზე მჭმუნვარე, შეწუხებული სახე, რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირეთ ორი დაზეპირებული ფრაზა, „სამშობლო საფრთხეშია, ხალხოო", „სამშობლოს გვართმევენ", მერე რომელიმე ნაცნობ ჟურნალისტს დაურეკეთ, მიდექით-მოდექით, საღამოს რომელიმე ტელევიზიაში დებატში დაჯექით, ვიღაცას ჭიქა მიაფშვენით თავზე და უკვე დილით სუპერ-პოპულარულად გაიღვიძებთ, ვიღაცას გაახსენდებით, ვიღაცას შეაშინებთ, ვიღაც ორ კაპიკს გადმოგიგდებთ და ასე ქე გაიტანთ თავს მეორე თვემდე, მერე კიდევ გამოჩნდება რამე, მე შენ გეტყვი და რამე არ მოხდება თუ რაა? მთავარი ხომ სამშობლოზე დარდი და ფიქრია", - წერს ჯღარკავა „facebook"-გვერდზე.