სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში „იესო ტკბილის" პარაკლისი გადაიხადა.
„სიტყვები - „ჩვენთან არს ღმერთი" ბიბლიიდანაა. თქვენ როცა ამბობთ ამ სიტყვებს, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან ამოვიდეს ეს სიტყვები. ნამდვილად უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქადაგებისას უფალს შესთხოვა, რომ თითოეულმა მლოცველმა მისი თხოვნის შესაბამისად მიიღოს.
„ღმერთმა ისმინოს ლოცვა ჩვენი, „ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ, ამინ", - ბრძანა უწმინდესმა.