logo_geo
eng_logo
ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების აღდგენაში მოსახლეობას გამგეობები დაეხმარებიან
- +

16 აპრილი. 2016. 17:35


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რაიონულ გამგეობებს მისცა დავალება, მოსახლეობას დაზიანებული სახურავების აღდგენაში დაეხმარონ.


დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან დაზიანებულია ოთხი ავტომობილი, გადახდილია 10-ზე მეტი სახლის სახურავი.


„ვმოძრაობთ მთელი ქალაქის მასშტაბით, რათა შესაბამის სამსხურებთან ერთად მოხდეს ტერიტორიის გასუფთავება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსხვერპლი არ არის. პირველ რიგში, შესაბამის გამგეობებს მიეცათ დავალება იმაზე, რომ დაზიანებული სახურავების აღდგენაში დაეხმარონ მოსახლეობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


მისივე თქმით, ზარალის დათვლა მალე დაიწყება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner