მედიაჰოლდინგ „Clip-Art"-ის ოფისი გაქურდეს. დღეს დილით ოფისში მისულ ჟურნალისტებს ჰოლდინგის დოკუმენტაცია ძირს გადმოყრილი დახვდათ, ჩაკეტილი ოთახების კარები კი - გატეხილი.
ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო ჯგუფი, ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცავები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.