logo_geo
eng_logo
„შალვა ნათელაშვილს პოლიტიკური ღმერთები არ სწყალობენ“
- +

28 ოქტომბერი. 2017. 16:17


 

„21 ოქტომბერმა კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ ქართულ ოპოზიციას ხელოვნური სუნთქვა თუ არა, სხვა სამედიცინო მანიპულაციები აუცილებლად სჭირდება", - ამის შესახებ გაზეთი „ვერსია" სტატიას აქვეყნებს.

 

„ახლა, ეს შესაძლოა, უტრირებული ნათქვამია, მაგრამ იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც „ვერსიას" კულუარებში აწვდიან, ზოგიერთი ანტისახელისუფლებო პარტიის ლიდერს ხელი, თურმე, დეპრესიამ დარია და შინაურულ წრეში ისიც კი უთქვამს, ალბათ, დროა, პოლიტიკიდან წავიდეო.

 

საერთოდ, ოპოზიციურ ფლანგზე იმედგაცრუება თავს ყველა არჩევნების შემდეგ იჩენს ხოლმე და ეს იმედგაცრუება ზოგჯერ, ასე ვთქვათ, ფატალურადაც მთავრდება. ყოველ შემთხვევაში, ისეთი პოლიტბელადებიც ვიცით, რომლებიც ამა თუ იმ არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ავანსცენიდან „გავიდნენ". შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო კენჭისყრაც გამოდგება, რომლის დასრულებისთანავე ირაკლი ალასანია პოლიტიკას განერიდა. არადა, ის დროც გვახსოვს, როცა იგივე ალასანია ქართული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა...

 

ალასანიას მსგავსად, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, მაგალითად, შალვა ნათელაშვილს ჯერ არ მიუღია, მაგრამ, მინიმუმ, 15 წელია, პოლიტიკური ღმერთები არ სწყალობენ. ჰოდა, იმის ნაცვლად, წაგების მიზეზები საკუთარ თავში ეძებოს, ყველა მმართველობის დროს, ერთთავად იმას ამტკიცებს, აი, მმართველმა გუნდმა არჩევნები გამიყალბა, თორემ „ბეზ პიტი მინუტ" ხელისუფლებაში ვიყავიო", - ნათქვამია სტატიაში.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner