სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციის აქტივობებსა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩაბმული. რაში წაადგება ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ქმედებები საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ამ საკითხზე „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა „ახალ თაობასთან" ინტერვიუში იმსჯელა.
„სააკაშვილი ხომ ის ადამიანია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისთვის ყველაფერზე წავა. იმდენიც არ ესმის, რომ მისი ქმედება საკუთარი ქვეყნის, პრეზიდენტის ინსტიტუტის, თანამდებობის პატივისცემიდან უნდა გამომდინარეობდეს. პრეზიდენტი იყო, ვინმე დაქირავებული საჯარო მოხელე ხომ არა. მაგრამ ამდენი არ ესმის. ოღონდ კი ტალღას მოექცეს თავში და რას არ იზამს. 2003 წელს რევოლუციურ ტალღას რომ მოაჯდა და შემდეგ, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლებაში და თითქმის 10 წელი იყო. ჰგონია, რომ ისევ ისე იქნება. ისევ ისე ისტორიაში არ მეორდება. კირკეგორის ნათქვამია, ისტორიამ იცის გამეორება, ოღონდ ერთხელ, როგორც - ტრაგედიად, მეორეჯერ, როგორც - ფარსად. სააკაშვილი ფარსში მონაწილეობს, მაგრამ ვერ ხვდება", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.