დიფენბახია - ასე ჰქვია მცენარეს, რომლის შესახებაც ხშირად გვაფრთხილებენ კიდეც. კერძოდ, თუკი ის თქვენს ოჯახშია, უნდა მოარიდოთ ბავშვები და ცხოველებიც, რომ შემთხვევით მისი ფოთოლი არ ჩაღეჭონ. ის იწვევს ინტოქსიკაციას, ახასიათებს გამონაყარი, ალერგია, დაბუჟება, უუნარობა და საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგი მომაკვდინებელი დადგეს.
Tropic Snow - ასე ჰქვია დიფენბახიას ერთ-ერთ სახეობას, რომელმაც 3 წლის ბავშვი შეიწირა. სტატია უცხოურ საიტზე ქვეყნდება და როგორც დედა ჰყვება, ბავშვმა მცენარის ფოთლები დაღეჭა და გადაყლაპა. ერთი წუთის განმავლობაში ენა გაუსივდა და შემდეგ დაიღუპა.
ქალბატონი ყველას აფრთხილებს, ვისაც კი Tropic Snow შეიძლება ჰქონდეს სახლში, ყურადღებით იყონ და თვალყური ადევნონ ბავშვებს.
ჩვენ ყველას გვიყვარს მწვანე ნარგავები სახლში, თუმცა ხშირად არც კი ვიცით, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ზოგი მათგანი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.