ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პოსტსაბჭოთა სივრცეში, მშვიდობიანი ბრძოლით მოპოვებული მრვალპარტიული არჩევნები!
1990 წლის 28 ოქტომბერი და ისტორიაში გამორჩეული გამარჯვება! ეროვნული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა! გაუყალბებელი, საარჩევნო სისტემის და გარემოს შექმნა, საწინდარი დემოკრატიულობის და თანასწორობის!
28 ოქტომბერი - მტკიცე საძირკველი ახლად დაბადებული სახელმწიფოებრიობის! პირველი ნაბიჯი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის!
28 ოქტომბერი - დიდი გამარჯვება!
გილოცავთ ყველა ღირსეულ მამულიშვილს, ჩვენი ქვეყნის უღალატო გულშემატკივრებს ამ ისტორიულ თარიღს და ჰორიზონტზე მომავალ გამარჯვების იმედს!" - წერს შონია.