logo_geo
eng_logo
თსუ-ში მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა აუდიტორია 115-ში გადაინაცვლა
- +

16 აპრილი. 2016. 19:12


თსუ-ში მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა აუდიტორია 115-ში გადაინაცვლა. ამჟამად აუდიტორია 115-ში იმყოფებიან: „თავისუფალი უნივერსიტეტის", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, კონსერვატორიის, ბათუმისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები.



აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნინო გოჩიტაშვილის განცხადებით, შეკრებაზე იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ უნდა გააგრძელონ მოქმედება.



ჩვენ გვინდა იერარქიული სისტემის დანგრევა, რადგან ის რეფორმები, რაც სამინისტრომ შემოგვთავაზა უგულებელყოფდა ჩვენს მოთხოვნებს. ჩვენს მოთხოვნად რჩება თვითმმართველობის გაუქმება, აკადემიური საბჭოს არჩევის წესის შეცვლა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა", - განაცხადა ნინო გოჩიტაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner