„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სააკაშვილის ჯალათი პოლიციელები დღეს ჰუმანიზმზე და ადამიანის უფლებებზე ტელეეთერებიდან ლექციებს რომ გვიკითხავენ, ამაზე მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს. საუკეთესო ახალგაზრდები ჩახოცეს, ციხეები უდანაშაულო ხალხით აავსეს და დღეს ფრთიანი ანგელოზებივით გვესახებიან „რუსთავი 2"-ის თუ სხვა ეთერებში", - წერს მჟავანაძე.