logo_geo
eng_logo
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 15 ადამიანი დააკავეს
- +

29 ოქტომბერი. 2017. 13:09


თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 15 ადამიანი დააკავეს.


ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა 15 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის - ორი ქალი. არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული სირიის მოქალაქეა. ჩხრეკისას მათ პროპაგანდისტული მასალები აღმოუჩინეს.


ასევე, გუშინ ანკარში 49 უცხოელი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, სირიასა და ერაყში ტერორისტების მხარეს იბრძოდნენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner