თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 15 ადამიანი დააკავეს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა 15 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის - ორი ქალი. არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული სირიის მოქალაქეა. ჩხრეკისას მათ პროპაგანდისტული მასალები აღმოუჩინეს.
ასევე, გუშინ ანკარში 49 უცხოელი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, სირიასა და ერაყში ტერორისტების მხარეს იბრძოდნენ.